2018 წლის 20 იანვრიდან საზოგადოება „ბილიკში" საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის G-PriEd-ის ფარგლებში დაიწყო ტრენინგების კურსი დაწყებითი განათლების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისათვის თემაზე „გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული კითხვის გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება". სწავლება ასევე ჩატარდა მათემატიკის პედაგოგებისათვის. სასწავლო კურსი გიმნაზიის 15-მა მასწავლებელმა გაიარა. ტრენინგზე მიღებული ცოდნის გამოყენებით გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელმა რუსუდან მღებრიშვილმა  დაგეგმა და ჩაატარა გაკვეთილი ევრისტიკული მეთოდის გამოყენებით, რომელიც პროექტის ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.  

2017 წლის 16-17 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეოთხე კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას,

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილ კონკურსში გიმნაზიის 36 მოსწავლე მონაწილეობდა ფინალურ ტურში 18  მე-9 და მე-10 კლასელი გიმნაზიელი გადავიდა. დებულების მიხედვით უნდა შერჩეულიყო 15 გამარჯვებული, რომლებიც გაემგზავრებოდნენ გელათში შემეცნებით ექსკურსიაზე. გამარჯვებულების გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი ტურის გამართვა, რომელიც 21 მარტს ჩატარდა. კონკურსის 15 გამარჯვებულში  9 გიმნაზიის მოსწავლე იყო.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com