ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელ;ის გორის გიმნაზია

2017 წლის 20 ნოემბერი

 

2017 წლის 20 ნოემბერს გიმნაზიის სააქტო დარბაზში გორის სასულიერო სასწავლებლის 200 წლისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია გაიმართა.  კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეკვლიათ ინფორმაცია და თანატოლებისათვის გაეცნოთ გორის სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებულების ღვაწლი. გორის სასულიერო სასწავლებლის ხუთი კურსდამთავრებულის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენებებით აუდიტორიის წინაშე გიმნაზიის საშუალო საფეხურის  ხუთი მოსწავლე წარდგა.  საკონფერენციო თემებითა და საპრეზენტაციო მასალით გიმნაზიელებმა დარბაზში შეკრებილ მსმენელს - სასულიერო პირებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მათთვის აქამდე უცნობი მრავალი საინტერესო ფაქტი, ისტორია და ფოტო წარუდგინეს. სასწავლო კონფერენცია, როგორც  მასწავლებელთა მიერ ორგანიზებული სხვა საინტერესო აქტივობები, მოსწავლეებს ეხმარება  გამოიმუშაონ კვლევითი უნარები, შეიძინონ საჯარო გამოსვლის გამოცდილება. კონფერენციის მონაწილეებმა სასწავლებლის მატიანეს აქამდე უცნობი და  საინტერესო ფურცლები შემატეს.

წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე თათული მარმალიძე - ნიკო ლომოური - მწერალი და მოღვაწე (ხელმძღვანელი ნანა ბერძენიშვილი);

წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი კვირკველია - მოჯირითე ალექსი გოგოხია (ხელმძღვანელი მარინე კახიაშვილი);

წმ. ნიკოლოზის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლე ანა კარელიძე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ეფრემ მეორე (სიდამონიძე) (ხელმძღვანელი მღვდელი გიორგი კარელიძე და ნანა ბერძენიშვილი);

წმ. მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლე დავით მაისურაძე - სოფრომ მგალობლიშვილი (ხელმძღვანელი ნანა ბერძენიშვილი).

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com