21 დეკემბერს გიმნაზიაში  ჩატარდა მათემატიკური თამაშების მეორე  ეტაპი მე-2  კლასის მოსწავლეთათვის. თამაში გუნდური პრინციპით წარიმართა. მოსწავლეებმა გამოავლინეს შეთანხმებული მუშაობის, სხარტი მათემატიკური აზროვნებისა და წინააღმდეგობი დაძლევის უნარი. წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-2 კლასის გამარჯვებული გუნდსა  და თამაშის ყველა მონაწილეს  გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

 

 

12 დეკემბერს გიმნაზიაში მოეწყო მშობელთა მიღების დღე. გიმნაზიაში მობრძანებულ მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საგნის მასწავლებლებს და პერსონალურად მიეღოთ ინფორმაცია შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ. მიღების დღე ასევე შედგა გიმნაზიის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შეხვედრა მშობლებთან. გიმნაზიის მოძღვარი დეკანოზი იოანე შეეხო მოსწავლეთა აღზრდის  საკითხს:

 

13 დეკემბერს გიმნაზიის უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მე-8 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ნანა ბერძენიშვილი) შეხვედრა მოუწყეს მწერალ ვანო ჩხიკვაძეს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტები მწერლის რომანიდან "ჩიტები ზამთარში",  შემდეგ კი ის კიითხვები დაუსვეს, რომლებიც მათ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ გაუჩნდათ. ავტორის პასუხებმა დააფიქრა მოსწავლეები და საკუთარი აზრის გაზიარებისათვის განაწყო.  შეხვედრას მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეთა მშობლები და სტუმრები ესწრებოდნენ.

 

9 დეკემბერს გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ  კავშირის “ახალი თაობა ახალი ინიციატივის” მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში “ჩემი პრემიერა”. მოსწავლეებმა შექმნეს თხზულებები შეთავაზებულ თემებზე.  კონკურსში გაიმარჯვეს წმ. ანდრია პირველწოდებული სახელობის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ნინო ლომსაძემ (პირველი ადგილი) და ნანა აკოლაშვილმა (მეორე ადგილი). გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com