20 ნოემბერს მათემატიკის კათედრის ინიციატივით გიმნაზიაში  ჩატარდა მათემატიკური თამაშების პირველი ეტაპი მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეთათვის.

 

30 ოქტომბერიდან 28 ნოემბრამდე ტარდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის I ტური. გიმნაზიის მე-8 და მე-9  კლასი მოსწავლეები ცოდნას გამოცდიან შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა - 9 მოსწავლე, ნგლისური - 5 მოსწავლე,  რუსული - 7 მოსწავლე,, გეოგრაფია - 7 მოსწავლე, ისტორია - 5 მოსწავლე,  მათემატიკა - 7 მოსწავლე და ფიზიკა - 6 მოსწავლე.

 

 

11 ნოემბერს გიმნაზიის დარბაზში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის ჩატარდა დ.ჩუბინიშვილის  სახელობის კულტურისა და ტურიზმის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის წარმოდგენა “ნაცარქექია”. სპექტაკლის დაწყებამდე მსახიობებმა მოსწავლეებთან საგანმანათლებლო-შემეცნებითი საუბარი გამართეს.

პატარა მაყურებელი ხალისით ჩაერთო კითხვა-პასუხში, შემდეგ კი ისიამოვნეს ნაცარქექიას თავგადასავალით.

 30 ოქტომბერი - გიმნაზიის დაბადების დღეა. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში გიმნაზიის მოძღვართან, დეკანოზ იოანესთან (ცხვირაშვილი) ერთად საზეიმო მსახურება აღავლინა. წირვას გიმნაზიის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები და სტუმრები ესწრებოდნენ.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com