25-29 ოქტომბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარდა აკაკი წერეთლის დაბადების 170-ე წლისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული.
კვირეულში მონაწილეობდნენ გიმნაზიის I-IX კლასის მოსწავლეები.
კონკურსში, დევიზით „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“, მონაწილეობისათვის გიმნაზიში შეირჩა ნოდარ კოკელიძისა (IXკლასი) და რატი ტლაშაძის (VIII კლასი) თხზულებები და  წარდგა რესურსცენტრში, საიდანაც ორივე ნამუშევარი რეგიონულ ტურზე გაიგზავნა.

14 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საეკლესიო ახალი წლისა და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად საზეიმო მსახურება აღავლინა.

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში მათემატიკური ოლიმპიადა ,,გონიერი“ მათემატიკის კათედრის ინიციატივით პირველად 2010 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. ოლიმპიადაში გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ გორის №3, №4  და ვარიანის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. მეორე ტურში 171 მონაწილე გადავიდა.  ოლიმპიადაში გამარჯვებულ სხვადასხვა კლასის 20 მოსწავლეს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ, 35 -მა  წარმატებულმა  მონაწილემ სიგელთან ერთად საჩუქრად ხატი მიიღო.

2010 წლის 1-4 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის დირექტორის, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას კურთხევით მოეწყო მოლოცვა-მოგზაურობა თურქეთში, ტაო-კლარჯეთის ტაძრების მოლოცვისა და დათვალიერების მიზნით.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com