გიმნაზიაში პირველი სემესტრის ბოლო კვირა დატვირთული იყო სხვადასხვა ტიპის გაკვეთილებითა და ინტელექტუალური თამაშებით.

ინგლისური ენის ოლიმპიადის BBG  Language 2011 – ის მეორე ტურში გიმნაზიის ცამეტი მოსწავლე მონაწილეობდა ( III-X კლ.).

23 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის სახელობის IV კლასში მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა (პედაგოგი რუსუდან ოქროპირიძე). კონკურსში ბავშვებთან ერთად მშობლებიც მონაწილეობდნენ. ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ დავალებებს. ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

23 დეკემბერს საშობაო არდადეგები დაიწყო პირველკლასელთათვის. გიმნაზიის დირექტორმა მამა ბორისმა(ნიჩიპეროვიჩი) მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ლიტერატურულ-თეატრალური წრის წევრები კი პატარებს სპექტაკლით დაემშვიდობნენ.

 

22 დეკემბერს წმ. მღვდელმთავარ გაბრიელისა და ღირსი იოანე ათონელის სახელობის I კლასის მოსწავლეები ერთმანეთს მათემატიკურ საშობაო ზღაპარში შეხვდნენ(პედაგოგი მანანა სირბილაძე).

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com