გიმნაზიაში გაიმართა პირველ კლასში ჩარიცხულ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საორგანიზაციო საკითხები. გიმნაზისს მოძღვარმა მამა იოანემ, დირექტორის მოადგილეებმა თინათინ გვერდწითელმა და მანანა კაკაურიძემ, მშობლებს მიაწოდეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე.

გიმნაზიაში სწვალა განახლდება 14 სექტემბერს!

 

10 ივლისი გიმნაზიის ტაძრის დღესასწაულია. ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგი მთაწმინდელს და წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II მოიხსენიებს. საზეიმო წირვა მამა იოანემ (ცხვირაშვილი) ჩაატარა. მსახურებას გიმნაზიის მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად მრევლიც ესწრებოდა. 

გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა.

2011 წლის 2 ივლისს შედგა გიმნაზიის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა დაჯილდოება.

      წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისა და წმინდა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის პირველი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქართული ენის მასწავლებლის, თეა გოგიჩაიშვილის მიერ ორგანიზებულ გრძელვადიან ღონისძიებაში ,,მე მიყვარს კითხვა”.  მოსწავლეები კითხულობდნენ მასწავლებლის მიერ შერჩეულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, უყვებოდნენ ერთმანეთს, გამოთქვამდნენ აზრს წაკითხულის შესახებ. ამგვარმა მუშაობამ ხელი შეუწყო კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარის გაუმჯობესებას, წიგნისადმი ინტერესის გაჩენას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com