საწავლებელში საგიმნაზიო გამოცდები  დაიწყო 16 ივნისს და 24 ივნისს დასრულდა.

 

10.06 - 14.06 და 18.06 - 21.06 გიმნაზიაში თბილისის ილიას უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს ტრენინგი პროფესიულ უნარებში მასწავლებელთა გადამზადების მიზნით. სასწავლებლის პედაგოგებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ლექციები და აქტიურად მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ სამუშაოებში. 

ანდრია პირველწოდებულის სახელობის IX კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ხელოვნებასა და გეოგრაფიაში. (ხელოვნების მასწავლებელი ქ. ლობჟანიძე, გეოგრაფიის მასწავლებელი ლ, ყეინაშვილი) თემაზე: საქართველოს კუთხეები და მისი კულტურული ღირსშესანიშნაობები.

დღეს, 14 ივნისს, გიმნაზიაში სასწავლო წელი დამთავრდა. მოსწავლეებს არდადეგების დაწყება მიულოცა და სიგელები გადასცა სასწავლებლის დირექტორმა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ. სიგელები გადაეცათ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს წარჩინებული სწავლისა და სანიმუშო ყოფაქცევისათვის.  დაჯილდოვდნენ პროექტ ,,გონიერში", პროექტში ,,ვიმეგობროთ წიგნთან",  ასევე კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები და ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები. უფროს კლასელთათვის სასწავლო წელი ჯერ კიდევ გრძელდება. მათ წინ გამოცდები ელით.

უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის VIII კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი რუსულ ენაში

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com