2011 წლის 21 დეკემბერს გიმნაზიის IX - X კლასის მოსწავლეები, პედაგოგების: მანანა კაკაურიძის, იაკობ კვინიკაძისა და მარიკა კახიაშვილის თანხლებით, საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტის სასახლეს ეწვივნენ. დაათვალიერეს და გაეცნენ სახელმწიფო მოღვაწეთა სამუშაო გარემოს. პრეზიდენტის სასახლეში გიმნაზიელებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

გაიმართა  კონკურსის ,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” შიდა საგიმნაზიო ეტაპი. კონკურსმა გამოავლინა გამარჯვებული გუნდები ორ ასაკობრივ ჯგუფში. ისინი  ბრძოლას შემდგომ ეტაპზე გააგრძელებენ.

6 დეკემბერს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში, სამთავისისა და გორის მიტროპოლი ანდრიას კურთხევით, შედგა ფილოსოფიის დოქტორის, პარიზის წმ.ნინოს პირველი ქართული-მართლმადიდებლური ტაძრის დამაარსებლის, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, წმიდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფწრაძის ხსოვნის საღამო.

10 დეკემბერს  გიმნაზიაში გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული მშობელთა მიღების დღე.

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის VII-X კლასის 91 მოსწავლიდან მიმდინარე სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 49 მოსწავლემ მიიღო.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com