28 დეკემბერს ლიტერატურულ-თეატრალური წრის წევრებმა მორიგი წარმოდგენა გამართეს. გიმნაზიელებამ დიდი ინტერესით მიიღეს ,,ურჩხული და მზეთუნახავი“.

ქრისტიანული სამყაროს უდიდეს მოვლენას, ქრისტესობას მიეძღვნა 28 დეკემბერს წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის VI კლაში გამართული ღონისძიება „ქრისტე დაბადებულაო . . . ალილო!“ (კლასის ხელმძღვანელი ია ჯალალი). მოსწავლეებმა გაგვახსენეს უფლის მოვლინების ამბავი და მოგვითხრეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ალილოს ტრადიციების შესახებ.

27 დეკემბერს წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის I კლასში (კლასის ხელმძღვანელი გიული ბუთხუზი) ჩატარდა შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის  და ასევე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის საშობაო ტრადიციები, შეასრულეს ალილო, იცეკვეს და ღონისძიების სტუმრებს მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.

27 დეკემბერს გიმნაზიას ბევრი საპატიო სტუმარი ეწვია – გაიმართა პროექტ ,,მათემატიკოსის თვალით დანახული ტაძრების” პრეზენტაცია. პროექტი გიმნაზიის მათემატიკის კათედრის ინიციატივით განხორციელდა (ხელმძღვანელი მ. სირბილაძე) და დიდი ინტერესიც გამოიწვია მოსწავლეთა შორის. მუშაობაში ჩაერთო VII-XI კლასის თითქმის ყველა მოსწავლე. მათ მასწავლებლებთან (მ. მოსიაშვილი, ც. ბერუაშვილი, რ. მღებრიშვილი) ერთად მოილოცეს გორისა და სამთავისის ეპარქიის ტაძრები, ჩაატარეს აზომვები, საჭირო გამოთვლები და საინტერესო ფორმით წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.  პროექტმა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიასა და მოწვეული სტუმრების მოწონება დაიმსახურა.

27 დეკემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. ოლიმპიადაში გიმნაზიის დაწყებითი საფეხურის 100 მოსწავლე მონაწილეობდა (მასწავლებლები: ც. ბერუაშვილი, მ. გურგენაშვილი, რ.მღებრიშვილი, რ. ოქროპირიძე, მ. სირბილაძე,).  საუკეთესო ათეულში კლასების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გიმნაზიის 11 მოსწავლე მოხვდა. მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“  შემოქმედებითმა ჯგუფმა წარმატებულ მოსწავლეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. გიმნაზიის  მათემატიკის მასწავლებელი რუსუდან ოქროპირიძე წარმატებულ მასწავლებლად დასახელდა და სიგელი და ფასიანი საჩუქარრი გადაეცა. თანამშრომლობისა და მიღწეული წარმატებებისათვის გიმნაზიამ მადლობის ფურცელი დაიმსახურა.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com