1 დეკემბერს თბილისში, კულტურის ცენტრში   „მუზა”, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა ”საქართველოში აივ პრევენციის პროექტმა“ და  ორგანიზაციამ  „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი ახალგაზრდული ღონისძიება გამართა.რომელშიც საქართველოს მასშტაბით 300-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ღონიძიებები მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას აივ ინფექციის შესახებ, საზოგადოებაში შიდსთან ასოცირებული სტიგმის შემცირებას  და ცხოვრების ჯანსაღი  წესის დამკვიდრების ხელშეწყობას.

გიმნაზიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ბიოლოგიის მასწავლებელთა ინიციატივით პროექტის კონკურსებში გიმნაზიის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

ეროვნული კონკურსის, „გააკეთე სწორი არჩევანი“  ფინალში გიმნაზიის წმ. გიორგის სახელობის მე-9 კლასის მოსწავლეები სოფიო სოფრომაძე და ქეთევან ღვინიაშვილი გავიდნენ. წყვილმა მე-4 ადგილი დაიკავა (მასწავლებელი მაია ქურდაძე).

მოეწყო ცხოვრების ჯანსაღი წესის თემატიკაზე ჩატარებული ფოტოებისა და პოსტერების კონკურსის საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა, სადაც გიმნაზიის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლის გრიგოლ გრიშაშვილისა (მასწავლებელი თეა ნონიკაშვილი) და უფლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლის თამაზ ტლაშაძის (მასწავლებელი ნანა ტატურაშვილი) ნამუშევრებიც გამოიფინა. გამარჯვებული მოსწავლეები სერტიფიკატებითა და პრიზებით დააჯილდოვეს.

 

18726_442001322514459_1756534654_n 374122_431585120222746_356139591_n 480703_433575713357020_1687478210_n

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com