13 დეკემბერს, გიმნაზიის კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ბიოლოგიის მასწავლებელმა თეა ნონიკაშვილმა კოლეგებსა და გიმნაზიის ადმინისტრაციის წევრებს გააცნო edmodo - განათლების სოციალური ქსელი მასწავლებლებისათვის, მოსწავლეებისათვის და სკოლებისათვის. გიმნაზიის მასწავლებლები დარეგისტრირდნენ განათლების სოციალურ ქსელში, გაეცნენ ქსელში მუშაობის პრინციპებს, დავალებებისა და ტესტების შექმნის მექანიზმებს, შექმნეს სამოდელო ტესტები.

თეა ნონიკაშვილმა კოლეგებს გაუზიარა ქსელის საშუალებით მოსწავლეებთან ურთიერთობის (ტესტების გაგზავნა, სამუშაო დროის კონტროლი, შეფასება) საკუთარი გამოცდილება. მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს გიმნაზიის პედაგოგიურ საზოგადოებას დაინერგოს სიახლეები საგიმნაზიო ცხოვრებაში და მშობლისთვის იოლად ხელმისაწვდომი გახდეს მოსწავლეთა ნამუშევრები.

 

1 2 3 4

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com