5 დეკემბერს  გიმნაზიის  წმ. მოწამეთა ბიძინა, შალვა  და ელიზბარის სახელობის მე-3 კლასში (კლასის ხელმძღვანელი მაია კახიაშვილი)  ჩატარდა  ინტეგრირებული-საექსკურსიო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში  (მასწავლებელი თამარ ჭუმბურიძე) და ბუნებისმცოდნეობაში  (მასწავლებელი ცირა ზაბილონი).

საგაკვეთილო გარემოდ სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი და მისი შემოგარენი შეირჩა. მუზეუმის ეზოში მესამეკლასელებმა მოძებნეს და დაათვალიერეს მცენარეთა და ცხოველთა ნიადაგთან დაკავშირებული  საარსებო გარემო, მუზეუმში დაათვალიერეს ქართლში გამოყენებული მიწის დასამუშავებელი იარაღი, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი; მიიღეს ინფორმაცია მშობლიური მხარის წარსულზე. გიმნაზიაში დაბრუნებულმა მესამეკლასელებმა ქართულის გაკვეთილზე ისაუბრეს მუზეუმის  საგამოფენო ექსპოზიციის შესახებ და დაწერეს თხზულება თემაზე „ჩემი შთაბეჭდილებები“.

 

DSCN8553 DSCN8561 DSCN8563 DSCN8567

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com