25 დეკემბერს ღირსი იოანე ათონელის სახელობის II  კლასში ჩატარდა ღონისძიება „სტუმრად სანტა კლაუსთან“ (მასწავლებელი ირინე რობიტაშვილი, კლასის ხელმძღვანელი მარინე გოგიაშვილი). გუნდებად გაერთიანებულმა მოსწავლეებმა ვიქტორინაში მონაწილეობით გამოავლინეს პირველ სემესტრში ინგლისურის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა და ჯგუფური მუშაობის უნარები. ჟიურის წევრებმა მოსწავლეები შეაფასეს სხვადასხვა კატეგორიაში: „მისალმება“, „საშობაო ლექსი“, სიტყვის ამოცნობა“, „სათამაშოს აღწერა“, „ვისწავლეთ ანბანი“, „უკვე ვკითხულობთ“,

21 დეკემბერს პირველკლასელებმა პირველი სასწავლო სემესტრი დაასრულეს. მათ შობა-ახალი წელი წინასწარ მიულოცეს,  ღირსი მამა იოანე ათონელის სახელობის II კლასის მოსწავლეებმა და საშობაო წარმოდგენით გააცილეს არდადეგებზე.

21 დეკემბერს წმ. მოწამეთა და აღმსარებელთა ძმები კარბელაშვილების სახელობის I კლასმა წარმოადგინა მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი საშობაო ზღაპარი (კლასის ხელმძღვანელი მაია ბუხრაძე). მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეასრულეს სხვადასხვა ზღაპრების გმირების როლები. დამსწრე სტუმრებმა პირველკლასელთა შესრულებით მოისმინეს სიმღერები და ლექსები. ამ ღონისძიებით მოსწავლეთა ცხოვრებაში ერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე შედგა.

21 დეკემბერს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის I კლასის მოსწავლეებმა გამართეს მათემატიკური კონკურსი. კონკურსის მიზანი იყო პირველ სემესტრში შესწავლილი მასალის განმტკიცება და ჯგუფური მუშაობის გამოცდილების გამოყენება. კლასი ოთხჯგუფად იყო გაყოფილი. გამოვლინდა საუკეთესო ჯგუფი, რომლის კაპიტანი იყო მარიამ კილაძე. 

მოძღვრის საათისა და ფიზიკის გაკვეთილების ინტეგრირება განხორციელდა წმ. გიორგის სახელობის მე-9 კლასში თემაზე „მოძრაობა და უძრაობა მეცნიერული და ქრისტიანული მსოფლმხედველობის ფონზე“, მოძღვარი-მღვდელი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი), ფიზიკის მასწავლებელი-ნაზი გიგოლაშვილი. 20 დეკემბერს ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო მოძრაობის, უძრაობისა და მათი ფარდობითობის განხილვა მეცნიერული და რელიგიური თვალსაზრისით, რათა მოსწავლეებს დაენახათ მეცნიერებისა და რელიგიის ერთიანი და არა დაპირისპირებული მიდგომა აღნიშნული საკითხისადმი და ზოგადად, სამყაროში მიმდინარე პროცესებისადმი.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com