19 დეკემბერს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის I კლასის მოსწავლეებმა ახალი წლის მოახლოება აღნიშნეს (კლასის ხელმძღვანელი მაია მაისურაძე). პირველკლასელებმა კარგად მოირგეს ზღაპრების გმირებისა და ტყის ბინადართა როლები. აგიზგიზებულ ბუხართან შეკრებილი პატარებისა და ტყეში მორბენალი ცხოველების საზეიმო განწყობა მოწვეულ  მშობლებსა და მასწავლებლებსაც გადაედოთ, ყველა ერთად კი თოვლის პაპის საჩუქარმა გაახარა.

18 დეკემბერს ჩატარდა მორიგი ღია გაკვეთილი მათემატიკაში, ამჯერად მრავალვნებული ანტონ II-ის სახელობის პირველ კლასში გაკვეთილს მასწავლებელი რუსუდან ოქროპირიძე იძღვებოდა. კოლეგებმა მოისმინეს გაკვეთილი თემაზე „შესაკრებები და ჯამი“. მათემატიკის კათედრის წევრთა შეხვედრაზე, ტრადიციულად, განიხილეს ჩატარებული გაკვეთილი, გამოთქვეს მოსაზრებები. ღია გაკვეთილების ჩატარება გაგრძელდება II სემესტრშიც.

13 დეკემბერს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მეშვიდე კლასში (კლასის ხელმძღვანელი ციური ბერუაშვილი) ჩატარდა შემაჯამებელი ღია გაკვეთილი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (მასწავლებელი ქეთევან ლობჟანიძე) თემაზე „ძველი ცივილიზაციები“.  ოთხ ჯგუფად დაყოფილმა მოსწავლეებმა ისაუბრეს ბერძნულ, რომაულ, ეგვიპტურ და შუამდინარეთის არქიტექტურაზე, ქანდაკებაზე, მხატვრობაზე, ყოფით კულტურაზე. მოსწავლეებმა მოძიებული სურათებით, სლაიდებით და მრვალფეროვანი საინტერესო ინფორმაციით შეძლეს გაეცოცხლებინათ ძველი ცივილიზაციების ეპოქა.

13 დეკემბერს, გიმნაზიის კომპიუტერულ ლაბორატორიაში, ბიოლოგიის მასწავლებელმა თეა ნონიკაშვილმა კოლეგებსა და გიმნაზიის ადმინისტრაციის წევრებს გააცნო edmodo - განათლების სოციალური ქსელი მასწავლებლებისათვის, მოსწავლეებისათვის და სკოლებისათვის. გიმნაზიის მასწავლებლები დარეგისტრირდნენ განათლების სოციალურ ქსელში, გაეცნენ ქსელში მუშაობის პრინციპებს, დავალებებისა და ტესტების შექმნის მექანიზმებს, შექმნეს სამოდელო ტესტები.

მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელის მანანა სირბილაძის წინადადებით, კათედრის წევრები გეგმავენ და ატარებენ ღია გაკვეთილებს. მათემატიკის მასწავლებლები ესწრებიან ერთმანეთის  ჩატარებულ გაკვეთილებს, უზიარებენ გამოცდილებას და ისმენენ კოლეგათა მოსაზრებებს. გაკვეთილებს კოლეგებთან ერთად ესწრება და  მონაწილეობს გაანალიზებაში გიმნაზიის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში მანანა კაკაურიძე.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com