6 დეკემბერს წმ. მღვდელმოწამე კირიონ II-ის სახელობის IVკლასში (კლასის ხელმძღვანელი მარინე ტლაშაძე) ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა (მასწავლებელი რუსუდან ოქროპირძე). ორ გუნდად გაყოფილი მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ თამაშში და საგულშემატკივროდ მისულ მშობლებთან ერთად ცდილობდნენ სწორი პასუხებით გუნდისთვის ქულების მოპოვებას.

დღევანდელი კონფერენცია, ღირსი იოანე ათონელის სახელობის II კლასის მოსწავლეებმა, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ბრწყინვალე დღესასწაულს მიუძღვნეს. პატარებმა თავად მოიძიეს მასალა, დაამუშავეს და მსმენელებს დიდი სიყვარულით წარუდგინეს. ვულოცავთ მათ პირველი, სერიოზული სამუშაოს წარმატებით შესრულებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალჯერ გაეხარებინოთ უფროსები მსგავსი ღონისძიებებით.

1 დეკემბერს თბილისში, კულტურის ცენტრში   „მუზა”, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა ”საქართველოში აივ პრევენციის პროექტმა“ და  ორგანიზაციამ  „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი ახალგაზრდული ღონისძიება გამართა.რომელშიც საქართველოს მასშტაბით 300-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ღონიძიებები მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას აივ ინფექციის შესახებ, საზოგადოებაში შიდსთან ასოცირებული სტიგმის შემცირებას  და ცხოვრების ჯანსაღი  წესის დამკვიდრების ხელშეწყობას.

5 დეკემბერს  გიმნაზიის  წმ. მოწამეთა ბიძინა, შალვა  და ელიზბარის სახელობის მე-3 კლასში (კლასის ხელმძღვანელი მაია კახიაშვილი)  ჩატარდა  ინტეგრირებული-საექსკურსიო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში  (მასწავლებელი თამარ ჭუმბურიძე) და ბუნებისმცოდნეობაში  (მასწავლებელი ცირა ზაბილონი).

28 ნოემბერს  გიმნაზიის  წმ. მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მე-3 კლასის მოსწავლეები  (კლასის ხელმძღვანელი ცირა ზაბილონი) სტუმრად ეწვივნენ  სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც ჩატარდა  საექსკურსიო-შემაჯამებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე  „ჩვენი დედა  ისტორია“ (მასწავლებელი თეა გოგიჩაიშვილი). გაკვეთილის მიზნი, ნასწავლი მასალის  შეაჯამება,  მშობლიური მხარის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღება და დამატებითი  ინფორმაციის მოძიებისთვის ინტერესის აღძვრა, მუზეუმის ექსკურსიამძღოლის დახმარებითა და საგამოფენო ექსპოზიციის გაცნობით წარმატებით იქნა მიღწეული. 

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com