მიმდინარე სასწავლო წელს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის VII-XI კლასების 59 მოსწავლე მონაწილეობდა.   მიღწეული შედეგების გათვალისწინებით სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში 32 გიმნაზიელი ეცდება მოიპოვოს შემდეგ ეტაპზე  მონაწილეობის უფლება. ყველას ვუსურვებთ წარმატებას!

13 ნოემბერს, ღირსი იოანე ათონელის სახელობის II კლასის მოსწავლეებმა, ინტელექტუალურ თამაშში, რა? სად? როდის? მიიღეს მონაწილეობა. შემოდგომის სერიაში თამაშობდა სამი გუნდი. პატარებმა მრავალფეროვან კითხვებს უპასუხეს. თითოეულმა გუნდმა გაიმარჯვა მაყურებლებთან პაექრობაში და ზამთრის სერიაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა და "თიხის ბუს" მფლობელი გახდა სალომე დადიანიძე.

 ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის დაუძნების დღისა და გორის სასულიერო სასწავლებლის 195-ე წლისთვისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია

30 ოქტომბერი, 2012 წელი

თემები და მომხსენებლები:

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ წელს, 30 ოქტომბერს, უკვე მეექვსედ აღინიშნა დაბადების დღე.  მას შემდეგ,  რაც სამთავისისა და გორის მღვდელმთავარ ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით სწავლა განახლდა, ბევრი რამ შეიცვალა. ექვსი წლის წინ 83-მა ბავშვმა შემოაღო გიმნაზიის კარი, დღეს კი, აქ უკვე 400-მდე მოსწავლე ეუფლება ცოდნას. აშენდა და წელს პირველი მოსწავლეები მიიღო მეორე სასწავლო კორპუსმაც.

სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა კურთხევითა და გიმნაზიის დირექტორის მამა ბორისის  ხელმძღვანელობით, 2011-2012 სასწავლო წლის VII-X კლასების წარჩინებული 19 მოსწავლე 24 სექტემბერს გორიდან პირიქითა ხევსურეთისკენ გაემგზავრა. სამდღიანი მოგზაურობისას მოსწავლეებმა მოინახულეს და დაათვალიერეს შატილი, ანატორას სამარხები, მუცოს ციხე-სოფელი, სოფელი  არდოტი, მოილოცეს შატილის ღვთისმშობლის შობისა და არდოტის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარები.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com