15 ივნისს გიმნაზიაში შიდა სასკოლო გამოცდები დაიწყო. გამოცდები ეტაპობრივად ჩატარდება IV - X კლასებში და დამთვარდება 27 ივნისს.

 ჩვენმა სასწავლებელმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით კოლექტივთა სასკოლო თვითშშემოქმედებით ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა და I ადგილიც დაიკავა.

წმინდა ეპისკოპოს ალექსანდრე სახელობის III კლასში (კლ. ხელმძღვანელი მარინე კაპანაძე), სასწავლო წლის ბოლო კვირას, ღია გაკვეთილები ჩატარდა. ბუნების გაკვეთილს (მასწ. ია ჯალალი) კონკურსის სახე ჰქონდა, მოსწავლეებმა გაიხსენეს და შეაჯამეს მთელი წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა. გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი.

15 ივნისს გიმნაზიის სააქტო დარბაზი სავსე იყო პედაგოგებით, მშობლებით და მოსწავლეებით. სასწავლებელში არსებულმა წრეებმა მთელი წლის მანძილზე მუშაობის შედეგი წარუდგინეს მაყურებელს.ქართული ხალხური ცეკვების წრის წევრებმა (პედაგოგი თ.დვალიშვილი) სხვადასხვა ნომრებთან ერთად ახლადდადგმული "აფხაზურით" გაახალისეს დამსწრე საზოგადოება.

31 მაისს გაიმართა უფროსკლასელების შეხვედრა იურისტებთან. გიმნაზიაში უკვე ტრადიციად იქცა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოწვევა, რომლებთან ურთიერთობაც ეხმარება მოზარდ თაობას პროფესიის არჩევაში. შედგა საინტერესო საუბარი, შემდეგ სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com