27 დეკემბერს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-11 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილის თემა ბიოლოგიაში  (მასწავლებელი თეა ნინოკაშვილი) იყო ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება. ემბრიოგენეზი. მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და წარმოდგენილი  ვიდეო და ფოტო მასალის მეშვეობით მოსწავლეები  გაეცნენ   ემბრიონული განვითარების ადრეულ ეტაპებს, ემბრიონის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებას, ჩანასახის ორგანოთა სისტემებს, მათ აგებულებას და ფუნქციებს,  იმსჯელეს ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების შესახებ

26 დეკემბერს წმ.ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-4 კლასში ჩატარდა ინგლისურენოვანი ღონისძიება „შობის ამბავი“ (პედაგოგი ქ. ჩუტკერაშვილი, კლ. ხელმძღვანელი მ. კაპანაძე). ბავშვებმა მაყურებელს ინგლისურად უამბეს ქრისტეშობის ამბავი,  გაგვახარეს საშობაო სიმღერებით და ლექსებით. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ გიმნაზიის მასწავლებლები და მშობლები. 

სრულიად საქარელოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების დღეს მიეძღვნა 25 დეკემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში ჩატარებული მოსწავლეთა კონფერენცია. მოსწავლეთა საკონფერენციო თემები მიეძღვნა პატრიარქის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მის ქადაგებებში ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის არსის განსაზღვრას.

26 დეკემბერს წმ. ეპისკოპოს გაბრიელის სახელობის მე-2 კლასის მოსწავლეებმა გიმნაზიის მოსწავლეებსა მასწავლებლებსა და მშობლებს საშობაო სპექტაკლი წარუდგინეს (კლასის ხელმძღვანელი ნონა ხიდაშელი). მეორეკლასელებმა სცენაზე ტრადიციული ქართული ოჯახი განასახიერეს და მაყურებლებს შობა-ახალი წელი ლექსებით, მხიარული სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს. სტუმრად მისული თოვლის პაპისგან მოსწავლეებმა საჩუქრები მიიღეს.

ადამიანის საცხოვრებელი ადგილი გეოგრაფიული მდებარეობით განსხვავებულია (ზონალურობა, კლიმატის ფაქტორები, ნიადაგის გეოქიმიური ბალანსი და სხვა)
ინტერესს იწვევს ის ადაპტაციები, რომლებიც ადამიანის სხვადასხვა გარემოსთან შეგუებას განაპირობებენ. სწორედ ასეთ ბიოგეოგრაფიულ საკითხებს მიეძღვნა 25 დეკემბერს ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი წმ. გიორგის სახელობის მე-9 კლასში (მასწავლებლები: მაია ქურდაძე (ბიოლოგია), ლელა ყეინაშვილი (გეოგრაფია)).

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com