30.01. 2012 გიმნაზიაში ჩატარდა პედაგოგიური საბჭოს მორიგი სხდომა

10-11 იანვარს მეექვსედ ჩატარდა საშობაო ფესტივალი „გენეთლია“. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150-ე წლისთავს.  წარმოდგენილი იყო ნაშრომები თემაზე:
„ვინც მადლს სჩადის, სანთელი მისი არ ჰქრება ცაშია“
„ღმერთო სამშობლო მიცოცხლე, ძილშიაც ამას ვდუდუნებ“
„ბუნება მბრძანებელია. . .“ 

მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეებმა წარმოადგინეს ვაჟას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ნამუშევრები: თექაზე, გობელენზე, ნახატები, ფოტოსურათები, ხეზე ნაკვეთი, მცირე პლასტიკის ნიმუშები და სხვა.  ჩატარდა რელიგიურ-კულტურული ფასეულობის მქონე ძეგლებთან დაკავშირებული კონკურსი - „რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი“.

მონაწილეებმა  ამოიცნეს და დახატეს წარმოდგენილი ისტორიული ძეგლები.

სტუმრებმა შობის დღესასწაული მოგვილოცეს სპექტაკლებით, საკონცერტო ნომრებით, ანიმაციური ფილმით, თოჯინების თეატრით.

ჩვენმა გიმნაზიამ ფესტივალის პირველ დღეს შობა ხალხური ცეკვებით, ხოლო მეორე დღეს სპექტაკლით მიულოცეს სტუმრებს.

 უკვე ტრადიციად იქცა სტუდენტების შეხვედრა გიმნაზიის მოსწავლეებთან, რომელიც გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორის ქალბატონ ელენე ხოჯევანიშვილის ხელმძღვანელობითა და გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლის მაია მელიქიშვილის ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობენ გორის სასწავლო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის III_IV კურსის სტუდენტები, აგრეთვე მაგისტრანტები და გიმნაზიის VI_VII კლასების მოსწავლეები. პროექტის მიზანია: გააღვიძონ წიგნის კითხვისადმი ინტერესი  როგორც სტუდენტებში, ასევე მოსწავლეებში და მიღწეულ იქნეს პროექტში მონაწილე ორივე მხარის დამეგობრება წიგნთან.

ყოველი შობის ღამეს,  ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების  შემდეგ მოციქულების წინამორბედი,  ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან აქამომდე, მთელ ერს ამცნობენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com