25 ნოემბერს ღირსი იოანე ათონელის სახელობის მესამე კლასს კუ ,,ლინარია“ ეწვია და კონკურსი გამართა. კერძის დამზადებასა და გაფორმებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: სალომე დადიანიძე, მარიამ მაჭარაშვილი, ანა დოთიაშვილი, ლიკა

გოგიჩაიშვილი. გოგონებმა საფირმო კერძი ,,მანსალი“ დაამზადეს. შეწვეს ქათმის ფილე, მოამზადეს  გარნირი და ლამაზად გააფორმებული მიართვეს სტუმრებს. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ ქ. თინათინ გვერდწითელმა, მშობლებმა,  თანაკლასელმა ვაჟებმა და თვით კონკურსანტებმა დააგემოვნეს კერძი და გამოავლინეს გამარჯვებული კულინარი - მარიამ მაჭარაშვილი.  მან ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

2.12.13 კუ ,,ლინარიას” კლასის ბიჭებმა უმასპინძლეს. იოანე ოქროპირიძემ, საბა ორჯონიკიძემ, ლუკა ხორგუაშვილმა და გიორგი ბერძნიშვილმა გემრიელი ,,საიოლუგი“ თევზისგან მოამზადეს, ლამაზად გააფორმეს და ჟიურის წარუდგინეს. გამარჯვება და ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება გიორგი ბერძნიშვილმა და ლუკა ხორგუაშვილმა მოიპოვეს.

 

DSCN7059 DSCN7071 DSCN7085 DSCN7087 DSCN7130 DSCN7258 DSCN7259 DSCN7260 DSCN7267 DSCN7314 DSCN7355 DSCN7432

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com