25 დეკემბერს წმ. გიორგის სახელობის მე-10 კლასში ჩატარდა ფიზიკის გაკვეთილი თემაზე დენის ძალასა  და ძაბვას  შორის  დამოკიდებულების კვლევა (მასწავლებელი ნაზი გიგოლაშვილი).  გაკვეთილი წარიმართა ხუთ ეტაპად: I ეტაპზე

მოსწავლეები  დაიყვნენ ჯგუფებად (ბრმა მეთოდით)  და  მიიღეს სახელწოდებები: „ამპერი“ , „ვოლტი“ , „ომი“. II ეტაპზე მოსწავლეებმა შეარჩიეს სათანადო ხელსაწყოები კვლევისათვის, შეადგინეს წრედები და სტუაციების მიხედვით გამოიკვლიეს დამოკიდებულება დენის ძალასა და ძაბვას შორის. მონაცემების წარმოდგენისათვის შეარჩიეს  სხვადასხვა ფორმა - ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები. III ეტაპზე მოსწავლეებმა გამოთვალეს მომხმარებლის - ნათურის  წინაღობა  და შეასრულეს    ამოცანების ესტაფეტა. IV ეტაპზე   მოსწავლეებმა ჯგუფურ ნაშრომს მისცეს სათანადო ფორმა და მოახდინეს ჯგუფის სახელწოდების და კვლევის შედეგების პრეზენტაცია. V ეტაპზე  მოსწავლეებმა მოახდინეს ჩატარებული მუშაობის შეფასება - წარმოადგინეს ჯგუფის მიერ ჩატარებული მუშაობის ანგარიში.

გაკვეთილს გიმანზიის საბუნებისსმეტყველო კათედრის წევრები დაესწრნენ.

 

DSCN8041 DSCN8043 DSCN8044 DSCN8050 DSCN8052 DSCN8054

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com