11 დეკემბერს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის 1-ელ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში (მასწავლებელი რუსუდან ოქროპირიძე). გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეების მიერ მათემატიკური ენის ათვისებას, შეკრების შემცველი მარტივი გამოსახულებების წაკითხვას განსხვავებული ფორმით და შეკრების კომპონენტების დასახელებას. ახალი მასალის ახსნისას მასწავლებელმა მოსწავლეებს გაახსენა ზღაპარი „ნაცარქექია“ და შესთავაზა სახალისო ამოცანა ზღაპრის  პერსონაჟებზე.

თემის განმტკიცება მოხდა ჯგუფური მუშაობის გამოყენებით - მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს მიღებული ცოდნის გამოყენებისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის უნარ-ჩვევები. გაკვეთილი დასრულდა თამაშით: მოსწავლეებმა გაამზადეს „სამოგზაურო ჩანთა“ „მათემატიკურ ქალაქში“ გასამგზავრებლად, რომელშიც ჩაალაგეს ყველა შესწავლილი მათემატიკური სიტყვა.

 

DSCN5956 DSCN5962 DSCN5964 DSCN5971 DSCN5974 DSCN5980

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com