13 ნოემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში” გაიმართა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანებული მოსწავლეების კონფერენცია. კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარადგინეს სკოლებში განხორციელებული პროექტები და მიმდინარე კვლევების შედეგები. საინტერესო და სახალისო გამოსვლა ჰქონდათ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის  მე-9 კლასის მოსწავლეებს ნინო არჩუაძესა და ნინო ბეგიაშვილს. მათ  წარადგინეს „ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის“  მიერ განხორციელებული  მრავალფეროვანი აქტივობები . კლუბის მიერ გაწეულმა საქმიანობამ მსმენელთა დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა (კლუბის ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი).

 

1 2 3 4 5

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com