15 ოქტომბერს ღირსი ექვითიმე ათონელის სახელობის მე-8 კლასში ჩატარდა ღია გაკვეეთილი რუსულ ენაში თემაზე „Различные страны мира“ (მასწავლებელი მარია ასანიძე).  გაკვეთილის მიზანი იყო სახელმწიფოთა შესახებ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრება და გააქტიურება, კულტურული ტრადიციების გაცნობა და პატივისცემის ჩამოყალიბება, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესწავლა და ცოდნის გაზიარება. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სხვდასხვა ქვეყნების შესახებ  რუსულ ენაზე და საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები. პრეზენტაციის დროს მოსწავლეები ზეპირად უკეთებდნენ კომენტარს ყოველ სლაიდს. შემდეგ ჩატარდა დისკუსია - მერვეკლასელებმა ისაუბრეს თუ რა დაამახსოვრდათ,რა იყო საინტერესო და რის გაგება სურთ კიდევ მომავალში ამა თუ იმ ქვეყანაზე. დისკუსიის შედეგად კლასში მიიღეს გადაწყვეტილება შეარჩიონ  სასწავლო თემა და მოამზადონ პრეზენტაცია.

 

12165822_1642342532715250_2010102875_n 12167940_1642342006048636_265573756_n 12170199_1642342512715252_317481329_n 12170610_1642342029381967_558510947_n

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com