ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები საგნობრივი ოლიმპიადებისა და კონკურსების აქტიური მონაწილენი და, ხშირად, გამარჯვებულები არიან.

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის წმ. ბარბარეს სახელობის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი ბუჟღულაშვილი ქინგსის 2016 წლის საგნობრივი (მათემატიკა) ოლიმპიადის გამარჯვებულია. გიორგი, საქართველოს მასშტაბით, თავისი საკლასო კატეგორიის რეიტინგში შვიდ საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა.  ქინგსისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გიორგი სიგელით დაჯილდოვდა და გადაეცა შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე დასასწრები საგზურს.

გიორგი ბუჟღულაშვილს, როგორც ქინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებულს, გადაეცა ინგლისური ენის გაძლიერებული 6 თვიანი სწავლებისათვის „Schoolchildren Program”-ის 50% ფასდაკლების ვაუჩერი და 100 ლარიანი ვაუჩერი ევროპული აკადემიის IT პროფესიული კურსის გასავლელად.

ვულოცავთ გიორგის 2016 წლის მიღწევებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!

 

 

____________

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com