2017 წლის აპრილ-მაისში ორგანიზაციამ „მომავლის ინიციატივა“ გორის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს შესთავაზა სატრენინგო კურსი „წარმატების სტრატეგია“. ტრენინგის მონაწილეებს ქ. გორის მერიის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა უმასპინძლა. გიმნაზიიდან ტრენინგს წმ მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-10 კლასის მოსწავლე ოთარ იასაშვილი მონაწილეობდა. ფსიქოლოგიური ტესტების, სპეციალურად შერჩეული თამაშებისა და შესაბამისი საქმეების გაცნობით, დისკუსიებით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ სწორად შეეფასებინათ პიროვნული რესურსი, სუსტი და ძლიერი მხარეები, საკუთარი რესურსის გაძლიერების საჭირო მიმართულება. სატრენინგო კომპონენტებზე დასწრებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს განევითარებინათ საკუთარი აზრის სწორად ფორმულირებისა და გადმოცემის უნარი.

 

Picture1 Picture2 Picture3

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com