2017 წლის 18 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გამართულ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში გიმნაზიის 46 მოსწავლე მონაწილეობდა. წელს საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად გიმნაზიის მე-9 კლასელებმაც მოსინჯეს აკადემიური „ძალები“. ოლიმპიადის ტურს წინ უძღოდა საგნის მასწავლებლების მიერ ჩატარებული დამატებითი მეცადინეობები. პირველი ტურის შედეგების მიხედვით შემდეგ ეტაპზე  ოლიმპიადის 37 მონაწილემ გადალახა 60%-იანი ბარიერი. გიმნაზიელები 2018 წლის იანვარში კვლავ გამოცდიან საკუთარ თავს ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური და რუსული ენების, მათემატიკის, გეოგრაფიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის  მეორე ტურში. წარმატებას ვუსურვებთ მასწავლებლებსა და მათ შეგირდებს!

 

 

DSCN7710 DSCN7719 DSCN7722 DSCN7726 DSCN7731 DSCN7737 DSCN7741 DSCN7751

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com