2017 წლის 28 ოქტომბერს „გორის მაგიდის ჩოგბურთის კლუბმა“ საინტერესო შეჯიბრს უმასპინძლა. კლუბის ხელმძღვანელის, დავით ღამბაშიძის ინიციატივით ქალაქ გორის სკოლებს შორის მაგიდის ჩოგბურთში ღია პირველობა ჩატარდა. მონაწილეებმა როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ ჩათვლაში გაარკვიეს საუკეთესოთა ვინაობა. გოგონებს შორის ინდივიდუალური შეჯიბრის გამარჯვებული ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-12 კლასის მოსწავლე ლალი თათრიშვილი გახდა. გუნდურ შეჯიბრებაში გიმნაზიელები მე-4  ადგილზე გავიდნენ. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის  მე-9 კლასის მოსწავლეები: ილია ზაუტაშვილი და ლუკა ქებაძე; წმ. ნიკოლოზის სახელობის  მე-10 კლასის მოსწავლეები საბა ლომსაძე და  ალექსანდრე ტლაშაძე; წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი კვირკველია. გუნდი შეჯიბრისთვის გიმნაზიის სპორტის მასწავლებელმა მარინე კახიაშვილმა მოამზადა.

 

 

lali

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com