2016 წლის 28 ოქტომბერს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში  მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა, რომელშიც გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეები:

ანა კლდიაშვილი, მარიამ ხანიშვილი, შალვა გოლოშვილი, საბა სრესელი, ქეთევან გოგიაშვილი, მურაზ ჭიღლაძე, ქეთევან გუგუტიშვილი, ნინო სხირელი და  თათია მაყიშვილი მონაწილეობდნენ.  ჟიურიმ მოიწონა მოსწავლეთა გამოსვლები და მეორე ტურში მონაწილეობისათვის  თათია მაყიშვილი, ქეთევან გუგუტიშვილი, საბა სრესელი და ანა კლდიაშვილი გამოარჩია. მეოთხეკლასელებთან ერთად მეორე ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-8 კლასის მოსწავლე ავთანდილ წკრიალაშვილმა. მეორეე ტურის შედეგების გათვალისწინებით ჟიურიმ დააჯილდოვა გამარჯვებულები: ქეთევან გუგუტიშვილი და ავთანდილ წკრიალაშვილი და ფინალისტების მიღწეული წარმატებისთვის სიგელები გადასცა. ვულოცავთ მოსწავლეებს წარმატებას!

 

1 2 3 4 5 6 7-1 7 8 9 10 11 12

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com