2016 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული სკოლების

წარმომადგენლებითან. საუბრისას პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოჯახის საკითხს, რამდენადაც ხდება ოჯახის ინსტიტუტის დაცემა და საჭიროა ფსიქოლოგებთან ერთად მოხდეს მსჯელობა თუ როგორ მიეწოდოს მშობლებსა და შვილებს მათი ურთიერთობის საკითხები. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ინიციატივით და ცენტრის თავმჯდომარის, მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ხელმძღვანელობით, ამავე დღეს თბილისის წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სკოლაში გაიმართა კონფერენცია თემაზე „რელიგიის სწავლება სკოლაში“. კონფერენციაზე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი მღვდელი იოანე (ბონდარენკო) წარდგა მოხსენებით „რელიგია და ეთიკა“. მომხსენებლებმა კოლეგებსა და კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს სკოლებში რელიგიის სწავლების საკუთარი გამოცდილება, იმსჯელეს ზნეობრივი და მოქალაქეობრივი აღზრდის საკითხებზე.

 

DSCN0150 DSCN0155 DSCN0163 DSCN0179 DSCN0195 DSCN0230 DSCN0231 DSCN0255 DSCN0265

2016 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული სკოლების წარმომადგენლებითან. საუბრისას პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოჯახის საკითხს, რამდენადაც ხდება ოჯახის ინსტიტუტის დაცემა და საჭიროა ფსიქოლოგებთან ერთად მოხდეს მსჯელობა თუ როგორ მიეწოდოს მშობლებსა და შვილებს მათი ურთიერთობის საკითხები. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ინიციატივით და ცენტრის თავმჯდომარის, მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ხელმძღვანელობით, ამავე დღეს თბილისის წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სკოლაში გაიმართა კონფერენცია თემაზე „რელიგიის სწავლება სკოლაში“. კონფერენციაზე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი მღვდელი იოანე (ბონდარენკო) წარდგა მოხსენებით „რელიგია და ეთიკა“. მომხსენებლებმა კოლეგებსა და კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს სკოლებში რელიგიის სწავლების საკუთარი გამოცდილება, იმსჯელეს ზნეობრივი და მოქალაქეობრივი აღზრდის საკითხებზე.

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ს/კ 218082848
მისამართი: ქ. გორი, სამეფო ქ. #5
ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია (გორის ფილიალი)
UGEBGE22
ანგარიშის # GE17VT0200000028483608

www.000webhost.com